2015
  • კომპანიის შესახებ



    მაჩაბელი და კომპანია დაარსდა 2003 წელს ლევან მაჩაბლის მიერ, რომელმაც გააგრძელა საგვარეულო ტრადიცია მეფუტკრეობის დარგში. საფუტკრე მდებარეობს ალგეთის ხეობაში, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ ტერიტორიაზე. საუკეთესო ბუნებრივი პირობები მაქსიმალურად უზრუნველყოფს თაფლის წარმოების მაღალ ხარისხს. საფუტკირს ირგვლივ არ მდებარეობს ღია კომუნიკაციები (კანალიზაცია და სხვ.) ან ქიმიურად დაბინძურებული ობიექტები; ფუტკრისთვის უსაფრთხო რადიუსზე არ მიმდინარეობს სახნავ-სათესი მიწების დამუშავება ქიმიური პრეპარატებით, რაც განაპირობებს თაფლის შემადგენლობის სიწმინდეს და შესაბამისობაშია ევროპული სტანდარტების მოთხოვნებთან. საფუტკრის ირგვლის ფლორა წარმოდგენილია ძირითადად მინდვრის ყვავილების, ფოთლოვანი და ბუჩქოვან-კენკროვანი მცენარეებისაგან, კერძოდ – ძეძვის, აკაციის, კუნელის, ცაცხვის, მაყვლის, ასკილის და სხვ.

    მაჩაბლის თაფლი გამოირჩევა საუკეთესო სამკურნალო და გემოვნური თვისებებით და ადგილობრივ ბაზარზე სარგებლობს დიდი მოთხოვნით.



    ფოტო გალერეა
  • მეთაფლია ფუტკარი

    მეთაფლია ფუტკარი (ლათ. Apis mellifera) სიფრიფანაფრთიანების რიგის მწერია. არსებობს სხვადასხვა ჯიში: იტალიური, შუა რუსული, კარპატის, კავკასიური და სხვა. კავკასიის ფუტკრებში გაერთიანებულია ქართული ფუტკარი, რომელმაც მსოფლიოში პოპულარობა მოიპოვა თვინიერებით, პროდუქტიულობით და ყველაზე გრძელი ხორთუმით (6-8-7,2 მმ). ქართული მთის რუხი ფუტკარი ეგუება მკაცრ კლიმატურ პირობებს და სხვა სახეობებისაგან განსხვავებით შეუძლია იმუშაოს დაბალი ტემპერატურის და მცირე წვიმაშის შემთხვევაშიც კი. გრძელი ხორთუმის მეშვეობით შეუძლია შეაგროვოს ნექტარი ისეთი მცენარეებიდან, რომელთაგანაც სხვა სახეობის ფუტკრებს არ შეუძლიათ. მეფუტკრეობა ოდითგანვე ფართედ იყო გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვან დარგს სოფლის მეურნეობაში. საქართველოში გვრცელებულია უძველესი დროიდან. არქეოლოგიური გათხრებისას ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი თაფლი, რომელიც 5500 წლით თრიღდება. ფუტკარი აწარმოებს რამოდენიმე უძვირფასეს პროდუქტს - თაფლს, ჭეოს, დინდგელს, სანთელს, სადედე რძეს და შხამს. ფუტკარი სასარგებლოა აგრეთვე, როგორც მცენარეთა დამმტვერავი.

    ფუტკრის ოჯახი შედგება ერთი დედის, მრავალი ათასი მუშა და რამდენიმე ათასი მამალი ფუტკრისაგან. დედა ფუტკარს აქვს დიდი ტანი (20-25 მმ, მასა 200-250 მგ), მოკლე ხორთუმი, მკვეთრად განვითარებული სასქესო ორგანოები; არ აქვს ცვილის გამომყოფი ჯირკვლები და მტვრის შემგროვებელი აპარატი, დაკარგული აქვს ფიჭის შენების ინსტინქტი. ის ერთადერთი სრულყოფილი დედალია, რომელიც ნაყოფიერდება მამლისაგან და განაყოფიერებელ კვერცხს დებს. კვერცხის რაოდენობა სეზონის აქტიურ პერიოდში დღე-ღამეში 1500-2000 ც აღწევს. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-5 წლამდე გრძელდება. მუშა ფუტკარი სქესობრივად მდედრია; აქვს განუვითარებელი სასქესო ორგანოები, გრძელი ხორთუმი, სამტვრე კალთები, გამომყოფი ჯირკვლები. მისი ტანის სიგრძე 12-14 მმ, მასა 100 მგ აღწევს. აქვს ფიჭის შენების ინსტინქტი და სხვა. ასრულებს ბევრნაირ ფუნქციას: აგროვებს და გადაამუშავებს საკვებს, ზრდის ახალ თაობას, იცავს ბუდეს და სხვა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზაფხულ-ზაფხულის აქტიურ პერიოდში 1-1,5 თვით განისაზღვრება. მამალი ფუტკარი გაზაფხულზე ჩნდება და ზაფხულის ბოლომდე ოჯახშია. ღალიანობის დამთავრების შემდეგ მამალ ფუტკრებს ოჯახიდან აძევებენ. მათ მხოლოდ გამანაყოფიერებელი ფუნქცია აქვთ.

    ქართული დედა ფუტკრის წარმოება

    ქართული დედა ფუტკარი
    ფოტო
    ქართული დედა ფუტკარი
    ვიდეო
  • პროდუქცია

    ძეძვის თაფლი

    ძეძვის თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო თაფლია და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ძეძვი ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქია. ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის. მცირე ზომის მოყვითალო ყვავილები ფოთლების იღლიებში მოკლე მტევნებადაა შეკრებილი. მოხაზულობით მომრგვალო ბადროსებრი, ტალღოვან მშრალფრთიანი ნაყოფი შუაში ორივე მხრიდან ამობურცული და გრძელყუნწიანია, რომელიც მომწიფებულ მდგომარეობაში მოჩალისფრო ან მოვარდისფროა. ძეძვი უფრო ხშირად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული ზღვის დონიდან უმეტეს ნაწილად 1200 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში კი ზღვისპირეთის ქვიშნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზეა გავრცელებული. ძეძვის ფოთლები და ქერქი შემკვრელი თვისებისაა, ამიტომ ხალხურ მედიცინაში მათი ნახარში გამოიყენება კატარისა და კუჭაშლილობის დროს. ყვავილები დიდი რაოდენობით ნექტარს იძლევა და შესანიშნავ თაფლოვან მცენარედაა აღიარებული. ფოთლები 176 მგ ვიტამინ C შეიცავს. ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც კარგი ამოსახველებელი საშუალება. დადებით ეფექტს იღებენ ბრონქიალური ასთმის საწყის სტადიაში გამოყენებით.




    დინდგელი (პროპოლისი)

    დინდგელი ფუტკრის მიერ გამომუშავებული სურნელვანი, ოდნავ მომწარო ნივთიერებაა. გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული თვისებები და წარმოადგენს უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. დინდგელი წმენდს უჯრედებს, ხელს უწყობს მათი მემბრანების სტაბილიზაციას, უზრუნველყოფს დაზიანებულ ქსოვილებს რეგენერაციას, ასტიმულირებს ფაგოციტების (მშთანთქავი უჯრედების) ფუნქციას, ზრდის გამა გლობულინების რაოდენობას. მისი გავლენით აქტიურდება ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქცია, უმჯობესდება ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობა. დინდგელი უნიკალური ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. შეიცავს 70%-მდე მცენარეულ წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს. პროპოლისში შემავალი ამინომჟავები, ორგანული მჟავები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, სხვადასხვა მინერალური მარილები, ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები უზრუნველყოფს მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, უზრუნველყოფს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას. ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.




    ჭეო (ფუტკრის პური)

    ჭეო წარმოადგენს ფუტკრის მიერ შეგროვებულ ყვავილის მტვერს, რომელსაც ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ჭეო ფუტკრის უძვირფასესი ცილოვან-ნახშირწყლოვანი საკვებია. ჭეოს ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი და მდიდარია ვიტამინებით. გამოიყენება მედიცინაში.




    ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა)

    ყვავილის მტვერი შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ფუტკრისათვის და ადამიანისათვის აუცილებელ ნივთიერებებს. ყვავილის მტვერი - წმინდა ფხვნილია, რომლის ფერი დამოკიდებულია ყვავილის სახეობაზე. მის შესაგროვებლად მეფუტკრეები საფრენთან აყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს.

    ყვავილის მტვერი წარმოადგენს რთულ ნივთიერებას, რომლის შემადგენლობაშია ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ნუკლეინმჟავები, ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

    100 გრამი ყვავილის მტვრის დაახლოვებითი შემადგენლობა: წყალი: 21,3 – 30,0 გრ
    მშრალი ნივთიერება: 70,0 – 81,7 გრ
    ცილა (პროტეინი) – 7,0 – 36,7 გრ
    ნახშირწყლები: 20,0 – 38,8 გრ; მათ რიცხვში: ლიპიდები: 1,38 – 20,0

    ყვავილის მტვრის ცილას, შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით, მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე რძის ცილას. ცილით ყველაზე მდიდარია ვარდის, ქლიავის, მდოგვის, ტირიფის ყვავილის ცილა. 100 გრ ცილა ამინომჟავების შემადგენლობით უტოლდება 500 გრ ძროხის ხორცს ან 7 ქათმის კვერცხს.




  • მეფუტკრეობა საქართველოში

    საქართველოში, ბორჯომის რაიონში, არქეოლოგებმა ყორღანში მიცვალებულის ნეშტთან ერთად ორი კერამიკული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც მცენარეების მტვერი აღმოჩნდა. სპეციალური გამოკვლევების შედეგად დასტურდება, რომ აღმოჩენილი მცენარეების მტვერი უძველესი დროის თაფლია. ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინ არის დამზადებული. მეცნიერების აზრით,სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშთი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს. თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული.

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    ლევან მაჩაბელი

    ტელ.:

    +995 555 292 392
    machabeli.le@gmail.com

    მაჩაბლის თაფლი

    Facebook











    ქართული დედა ფუტკრის წარმოება
    შეძენის მსურველებმა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ!

    Grey Caucasian mountain queenbee       Grey Caucasian mountain queenbee
  • საფუტკრე











  • ქართული დედა ფუტკრის წარმოება


    Grey Caucasian Queen Rising
     
    Grey Caucasian Queen Rising
     
    Grey Caucasian Queen Rising
     
    Grey Caucasian Queen Rising
     
    Grey Caucasian Queen Rising
     



    შეძენის მსურველებმა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ!

    კონტაქტი
  • ქართული დედა ფუტკრის წარმოება








    Grey Caucasian Queen Rising
     
    Grey Caucasian Queen Rising
     
    Grey Caucasian Queen Rising
     



    შეძენის მსურველებმა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ!

    კონტაქტი